„ენბისი ნიუსი“ ირანში ჩამოგდებული F-15E Strike Eagle-ის შტურმანის გადასარჩენად ჩატარებული გაბედული სამხედრო ოპერაციის ზოგიერთი დეტალის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ჩამოგდებული F-15E Strike Eagle-ის ეკიპაჟის წევრმა, პოლკოვნიკმა, რომელიც სამიზნეების აღმოჩენაზე და მათზე დარტყმებზე იყო პასუხისმგებელი, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, მძიმე დაზიანებები მიიღო და სანამ ირანელები ტერიტორიას ჩხრეკდნენ, იგი 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ირანის მთებში, კლდეებში იმალებოდა.
მათთვის, ვინც ჩამოგდებულ პილოტს იპოვიდა, ირანს 60 000 დოლარი ჯილდო ჰქონდა დაწესებული, - ამბობს „ენბისი ნიუსი“.




