ამის შესახებ, ამერიკული „სიბიეს ნიუსის“ ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო სარდლობა განაცხადა.

ორშაბათს, ირანის გავლენიანი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო სარდლობამ განაცხადა, რომ „ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები აღარასდროს დაუბრუნდება თავის ყოფილ მდგომარეობას, განსაკუთრებით ამერიკისა და ისრაელისთვის“.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალები ასრულებენ ოპერატიულ მზადებას ირანელი ოფიციალური პირების მიერ გამოცხადებული გეგმისთვის, რომელიც სპარსეთის ყურეში ახალი წესრიგის დამყარებას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია სარდლობის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„სიბიეს ნიუსი“ ვარაუდობს, რომ ეს ეხება ირანის პარლამენტის მიერ გასულ კვირას დამტკიცებულ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ირანის მიერ აშშ-ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ეფექტურად დაბლოკილ სრუტეში გამავალი ყველა კომერციული გემისთვის გადასახადის დაწესებას.

ირანმა ბოლო დღეებში რამდენიმე გემს სრუტეში გავლის უფლება მისცა, მაგრამ არცერთი არ არის აშშ-ის ან ისრაელის და ითვლება, რომ ის თავის კუნძულ ლარაკს იყენებს „საბაჟო პუნქტად“, რასაც სხვა ქვეყნები გამოძალვად მიიჩნევენ.