ამის შესახებ ისრაელის გამოცემა timesofisrael-ი იუწყება.

ორშაბათს, 18-საათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ, სამაშველო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ჰაიფაში, ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილის მახლობლად, ნანგრევების ქვეშ ოთხი ადამიანის - 35 წლის ქალის, 80 წელს გადაცილებული ქალის და მამაკაცის და 40 წელს გადაცილებული მამაკაცს - ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღამით იმავე ტერიტორიის განმეორებით დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა.