ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია (IRGC) აფრთხილებს, რომ ნებისმიერი ახალი ამერიკული თავდასხმა ომის „იარაღსაც და გეოგრაფიასაც“ შეცვლის. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი დღეს, 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრება.
ირანის სამხედრო სარდლობის ცნობით, აშშ-ის რეგიონული მოკავშირეები კონფლიქტის მონაწილედ ჩაითვლებიან, თუ ვაშინგტონი ახალ დარტყმებს განახორციელებს. IRGC-ის სპიკერმა Fars News-თან თქვა, რომ თეირანს მზად აქვს ახალი სამიზნეები და ახალი იარაღი.
პარალელურად, ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ფეზეშქიანი 23 სექტემბერს გაემგზავრება ნიუ-იორკში 81-ე ასამბლეაზე. ასამბლეაზე სამშაბათს სიტყვით ტრამპი და მაკრონი გამოვლენ, ოთხშაბათს - ფეზეშქიანი და ზელენსკი, ხუთშაბათს კი - ნეთანიაჰუ.
გაეროს ასამბლეის წინ, ირანის საგარეო უწყებამ ისრაელი ღაზაში „გენოციდში, ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში“ დაადანაშაულა და საერთაშორისო თანამეგობრობას „სერიოზული და გადამწყვეტი მოქმედებისკენ“ მოუწოდა.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტეში ტვირთების მოძრაობა ომის დაწყების შემდეგ 125-დან 12 გემამდე შემცირდა, რაც ნავთობის ფასებზე პირდაპირ აისახება - სწორედ ეს გახდა ტრამპის რეიტინგის 32%-მდე დავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
წყარო: IRNA, Fars News, Haaretz / Reuters
მოამზადა რაულ კაპანაძემ




