აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად მხოლოდ ამერიკელების 32% აფასებს - ეს მისი მთელი პოლიტიკური კარიერის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, წერს Reuters-ი Ipsos-თან ერთად ჩატარებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით.
ოთხდღიანი გამოკითხვა კვირას, 21 სექტემბერს დასრულდა და 1 277 ზრდასრულ ამერიკელს მოიცავდა. ცდომილება 3%-ია.
კვლევის მიხედვით, ტრამპის მხარდაჭერთა რაოდენობამ მის პარტიაშიც კი იკლო - რესპუბლიკელების მხოლოდ 73% უჭერს მხარს, მაშინ როცა ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 82% იყო. საერთო რეიტინგი მაშინ 35% ჰქონდა.
მთავარი მიზეზი ცხოვრების გაძვირებაა. გამოკითხულთა მხოლოდ 17% ამბობს, რომ ტრამპი ფასების საკითხს კარგად ართმევს თავს. ეს ის თემაა, რომელიც ამერიკელების თქმით, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე მათ ხმას გადაწყვეტს.
Reuters-ის თანახმად, უკმაყოფილება გაიზარდა თებერვალში ირანთან დაწყებული ომის შემდეგ, რომელმაც ბენზინისა და დიზელის ფასები მკვეთრად გაზარდა. პირველად ისტორიაში, რესპუბლიკელების უმრავლესობას (51%-ს 44%-ის წინააღმდეგ) ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა არ მოსწონს. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად მხოლოდ ამერიკელების 32% აფასებს - ეს მისი მთელი პოლიტიკური კარიერის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, წერს Reuters-ი Ipsos-თან ერთად ჩატარებულ ახალ კვლევაზე დაყრდნობით.რ მოსწონს.
შეგახსენებთ, ტრამპი თეთრ სახლში 2025 წლის იანვარში ინფლაციის დამორჩილებისა და ომების დასრულების დაპირებით დაბრუნდა. ფიცის დადების დღეს მისი რეიტინგი 47% იყო.
წყარო: Reuters/Ipsos
მოამზადა რაულ კაპანაძემ




