ინდოეთის ქალაქ ჯოდპურში, საჰაერო ძალების მოიერიშე-ბომბდამშენი MiG-27  ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინდოეთის სატელევიზიო არხი NDTV ავრცელებს.

ორივე პილოტმა კატაპულტირება მოახდინა. ინციდენტის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. ასევე დაზიანდა შენობა.

როგორც ტელეარხი იუწყება, MiG-27 ინდოეთის საჰაერო ძალების უძველესი თვითმფრინავია და მათ იშვიათად იყენებენ. ავიაციის მთავარი მარშალის არუპ რაჰას განცხადებით, ყველა არამოდერნიზებული თვითმფრინავის გამოყენება უახლოეს მომავალში აიკრძალება.

სააგენტო ANI-ის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა საჰაერო ბაზასთან მოხდა, როდესაც თვითმფრინავი სასწავლო მისიას ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს კალიფორნიაში თვითმფრინავი ორსართულიანი სახლს დაეცა, რის შედეგადაც ორი მამაკაცი გარდაიცვალა.