ინდოეთში გამანადგურებელი MiG-27-ი ჩამოვარდა

1550047988
ინდოეთის ქალაქ ჯაისალმერში, ადგილობრივი საჰაერო ძალების გამანადგურებელი MiG-27- ი ჩამოვარდა,-ინფორმაციას ტელეარხი NDTV- ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"MiG-27 12 თებერვალს, დაგეგმილი ფრენის დროს ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება წარმატებით მოახდინა", - ციტირებს ტელეარხი სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებს.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები გაგზავნეს, რომლებიც ინციდენტის მიზეზებს სწავლობენ.
სექტემბერში, ინდოეთში „მიგ -27“ ჩამოვარდა, თუმცა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.