როდესაც მილიარდერმა ჯარედ ისააკმანმა დედამიწის ორბიტაზე გასვლის 2021 დააფინანსა, პროექტი ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურად დასახელდა. ის გახდა კერძო კოსმოსური ტურიზმის საფუძველი. 

გამოუცდელმა, ოთხკაციანმა ეკიპაჟმა დედამიწის გარშემო, 13 ფუტის სიგანის SpaceX Crew Dragon კაფსულაში, სამი დღე გაატარეს.

დაბრუნების შემდეგ ისააკმანმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, აღარ წავიდოდა კოსმოსში. თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისააკმანი და ეკიპაჟის სამი წევრი - მათ შორის მისი ახლო მეგობარი და SpaceX-ის ორი ინჟინერი, კოსმოსში ისევ გაემგზავრებიან. ამჯერად მათი ექსპედიცია ბევრად უფრო დიდი, საშიში და ექსპერიმენტული იქნება.