ილონ მასკმა ახალახან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც შესაძლებელია, წითელ პლანეტაზე რაკეტა სულ რაღაც 2 წელში გავუშვათ.

"ეს იქნება უეკიპაჟო ფრენები, რათა მარსზე უსაფრთხოდ დაშვების შესაძლებლობა მოვსინჯოთ. თუ მცდელობები წარმატებით ჩაივლის, მარსისკენ პირველი ეკიპაჟიანი მისიები 4 წელში განხორციელდება.

ფრენების სიხშირე ექსპონენციურად გაიზრდება და წითელ პლანეტაზე დაახლოებით 20 წელში მდგრადი ქალაქის აშენების გეგმას მივუახლოვდებით. კაცობრიობის მულტიპლანეტურ ცივილიზაციად გადაქცევა ცნობიერების სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან კვერცხუჯრედები, პირდაპირი და მეტაბოლური მნიშვნელობით, მხოლოდ ერთ პლანეტაზე აღარ გვექნება", — წერს მასკი.

რაც შეეხება რაკეტას, ის ორი საფეხურისგან შედგება, საიდანაც პირველი Super Heavy-ა, რომელიც Raptor-ის ტიპის 33 ძრავითაა აღჭურვილი. მეორე თავად Starship-ია და მასში 6 ძრავაა. ამ აპარატზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან მის მრავალჯერად გამოყენებას მთვარისა და მარსის მისიებში აპირებენ.