ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული TikTok-ის აპლიკაციის შეძენით, რომლის აკრძალვას შეერთებული შტატები ეროვნული უსაფრთხოების ნიშნით ცდილობს. იუწყება Reuters.
"მე არ წარმიდგენია განაცხადი TikTok-ის შესაძენად," - თქვა მასკმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მასკმა ეს განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ, რომ ღიაა მასკის მიერ აპლიკაციის შეძენის სურვილის შემთხვევაში.
"არ მაქვს რაიმე გეგმები, იმასთან დაკავშირებით რას გავაკეთებდი TikTok რომ მქონდეს", - აღნიშნა მასკმა.
მასკმა დასძინა, რომ ის პირადად არ იყენებს მოკლე ვიდეოს და არ იცნობს TikTok-ის ფორმატს.
"მე არ მსურს TikTok-ის შეძენა, საერთოდ არ ვყიდულობ კომპანიებს, ეს საკმაოდ იშვიათია," - თქვა მასკმა.
მასკი ამბობს, რომ მისი მილიარდ დოლარიანი შესყიდვა სოციალური ქსელის Twitter-ის , ახლა კი X-ის, გამონაკლისი იყო.
"მე ჩვეულებრივ კომპანიების აშენებას ნულიდან ვიწყებ", - დასძინა მასკმა.