ამერიკელმა მეწარმემ და ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ გამოიყენებს „კოსმოსურ ლაზერს“ ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს „ულვაშის შესატრუსად“ მას შემდეგ, რაც ვენესუელის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყანაში სოციალური ქსელის X ფუნქციონირების შეჩერება.
მან თავისი აზრი სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა.
ონლაინ მომხმარებლებმა მას ჰკითხეს, ამზადებდა თუ არა მასკი „კოსმოსურ ლაზერებს“ ვენესუელის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ქვეყანაში სოციალური ქსელის X-ის დახურვის შესახებ საპასუხოდ.
”ჩვენ მის ულვაშებს კოსმოსიდან შევტრუსავთ!” - თქვა მასკმა.
მადურომ განაცხადა, რომ სოციალურმა ქსელმა X ბევრჯერ დაარღვია ქვეყანაში არსებული კანონები და ამიტომ მისი მუშაობა ვენესუელაში 10 დღით შეჩერდება.