ილონ მასკი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას აკრიტიკებს.
იგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ “ეს უკიდურესად უპატივცემულო იყო ქრისტიანების მიმართ”.
ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ.
ცერემონია გააკრიტიკეს საფრანგეთის კონსერვატორმა და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებმაც. მემარჯვენე საფრანგეთის ეროვნული პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟიულიენ ოდულმა ცერემონიას "ფრანგული კულტურის მარცხი" უწოდა.
უკმაყოფილების ტალღას შეუერთდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც განაცხადა, რომ თამაშების გახსნამ პარიზში აჩვენა „დასვლური სამყაროს სისუსტე და კოლაფსი“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება იყო "ქრისტიანების წმინდა ისტორიის დაცინვა" და "დიდი გეი-აღლუმი".
აჟიოტაჟი, სავარაუდოდ, გამოიწვია ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ეპიზოდმა, სახელწოდებით "ზეიმი", რომლის დროსაც მოცეკვავეების ჯგუფი და დრაგ ქუინები ისხდნენ პოზებში, რომლებიც მოგვაგონებდა იესოს ბოლო ვახშმის სურათებს. იესო ქრისტეს ადგილას იყო აქტივისტი, დიჯეი და ღიად ლესბოსელი ბარბარა ბუჩი.