ამის შესახებ გაზეთ „უოლ სტრიტ ჟურნალზე" დაყრდნობით სატელევიზიო არხი „სიენბისი" იუწყება.
ილონ მასკმა განაცხადა, რომ აპირებს თვეში დაახლოებით 45 მილიონი დოლარის გამოყოფას ტრამპის მომხრე ახლად შექმნილი პოლიტიკური აქტივობის სუპერ კომიტეტისთვის.
ჯგუფი აპირებს ფოკუსირება მოახდინოს ე.წ. მერყევ შტატებზე, სადაც ხან რესპუბლიკელები იმარჯვებენ და ხან დემოკრატები, ის მოუწოდებს რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებს დარეგისტრირდნენ ხმის მისაცემად და გააკეთონ განაცხადი ფოსტით ბიულეტენების გაგზავნაზე.
მაისში დაარსებულმა პოლიტიკური აქტივობის სუპერ კომიტეტმა ივნისის ბოლომდე 8.8 მილიონი დოლარი შეაგროვა, 7.8 მილიონი დოლარი დახარჯა და ამჟამად მის ანგარიშზე სულ რაღაც 1 მილიონი ნაღდი ფული დარჩა.
ილონ მასკმა, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ოფიციალურად მხარი დაუჭირა ტრამპს შაბათს, წინასაარჩევნო მიტინგზე ატეხილი სროლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. მასკის დაპირების შესახებ, რომ დაეხმარება ტრამპს ჯო ბაიდენის დამარცხებაში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობის პირველ დღეს გახდა ცნობილი.