SpaceX-ის დამფუძნებელმა და აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის არასოდეს გამორთავს Starlink-ის ტერმინალებს უკრაინაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ Starlink არასოდეს იქნება გამოყენებული, როგორც ვაჭრობის ინსტრუმენტი.

"აბსოლუტურად მკაფიო რომ ვიყო: იმისგან დამოუკიდებლად, ვეთანხმები თუ არა მათ პოლიტიკას, Starlink-ის ტერმინალები უკრაინაში არასოდეს გამოირთვება, ეს გამორიცხულია.

მე უბრალოდ ვახდებ ფაქტის კონსტატაციას: Starlink-ის გარეშე უკრაინის ფრონტის ხაზი დაინგრევა, რადგან რუსებს შეუძლიათ კომუნიკაციის ყველა სხვა საშუალება ჩაკეტონ!

ჩვენ ამას არასოდეს გავაკეთებთ და არასოდეს გამოვიყენებთ მას, როგორც ვაჭრობის საშუალებას", - წერს მასკი.