რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კალინ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.

ჟორჟესკუმ თავისი კანდიდატურა საარჩევნო კომისიაში პარასკევს დაარეგისტრირა. მან მხარდაჭერთა 324 000 ხელმოწერა წარადგინა კანონით დადგენილი 200 ათასის ნაცვლად. კომისიაში მისი კანდიდატურის საწინააღმდეგოდ 1200 განცხადება იყო წარდგენილი. ზოგიერთი ცნობით, იდენტური 1000 განცხადება ჯორჯ სოროსთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებმა შეიტანეს. რუმინული მედიის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება (ათი ხმით ოთხის წინააღმდეგ) კავშირში არაა ჯორჯესკუს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან და მიღებული დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის გამო.

კალინ ჯორჯესკუმ გადაწყვეტილებას „მსოფლიოში დემოკრატიაზე პირდაპირი დარტყმა“. „ახლა ევროპაში დიქტატურაა, რუმინეთი ტირანიის ქვეშ ცხოვრობს“ - დაწერა მან X-ზე.

ილონ მასკი საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ორი სიტყვით შეეხმიანა:„ეს სიგიჟეა“ - წერს იგი.

კალინ ჯორჯესკუს საარჩევნო კომისიის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის 24-საათიანი ვადა აქვს.