აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი რუმინეთში კალინ ჯორჯესკუს დაკავებას გამოეხმაურა.

„ახლახან დააკავეს ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ძალიან ქაოსურია“, – დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში.

რუმინეთის პოლიციამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ დაკითხვაზე გადაიყვანა. პროკურორებმა მისი დაკავების ორდერი გასცეს და დაიწყეს მისი ახლო თანამშრომლების, მათ შორის, ჯორჯესკუს პირადი მცველის საკუთრებაში არსებული ობიექტების ჩხრეკა.

საქმე ეხება გასულ წელს ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.

თარგმანი: პირველი არხი