„ფეისბუქისა“ და „ინტაგრამის“ გათიშვას ილონ მასკი თავის სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება და სახალისო ფოტოსაც ავრცელებს.
„თუ ამ პოსტს კითხულობთ, ეს იმიტომ, რომ ჩვენი სერვისები მუშაობს“, – წერს მასკი.
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ არ მუშაობს. მომხმარებლებს სოციალური ქსელი დაახლოებით ერთი საათის წინ გაეთიშათ. „მეტაში“ აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.