ამის შესახებ ინფორმაციას rfi ავრცელებს.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში  ბიულეტენების 99,07%-ის   დათვლის შემდეგ პირველ ადგილზე დათვლის შემდეგ პრორუსი დამოუკიდებელი კანდიდატი ქელინ ჯორჯესკუა. მან ხმების 22,71% მიიღო და მეორე ტურში მონაწილეობა გაინაღდა

მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი იონ-მარჩელ ჩოლაკუ. მას ხმების 19,41% აქვს მიღებული.

მესამე ადგილს ყოფილი ჟურნალისტი, საპრეზიდენტო არჩევნებში „რუმინეთის ხსნის კავშირის" კანდიდატი ელენა-ვალერიკა ლასკონი იკავებს, მას ხმების 18,95% აქვს.