მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი „რადიო თავისუფლების“ და ამერიკის ხმის“ დახურვისკენ მოუწოდებს.
ილონ მასკი X-ზე აზიარებს სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის ტვიტს, რომელშიც იგი სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს ციტირებს, ეს უკანასკნელი კი ამბობს, რომ „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ მემარცხენე აქტივისტებით სავსე ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინანსებული მედია საშუალებებია და წარსულის ამ რელიკვიის შენახვის საჭიროება არ არსებობს.
მასკი ეთანხმება ტვიტის ავტორს, ასევე მოუწოდებს მათი დახურვისკენ და თავის მოსაზრების გასამყარებლად შემდეგ არგუმენტებს მოიშველიებს:
1. ალოო? ევროპა ახლა თავისუფალია (თუ არ ჩავთვლით მახრჩობელა ბიუროკრატიას).
2. მათ აღარავინ უსმენს.
3. ესენი არიან თავის თავთან მოლაპარაკე რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელთა ფულიდან წლის განმავლობაში ერთ მილიარდ დოლარს უკიდებენ ცეცხლს.
Yes, shut them down.
— Elon Musk (@elonmusk) February 9, 2025
1. Europe is free now (not counting stifling bureaucracy). Hello??
2. Nobody listens to them anymore.
3. It’s just radical left crazy people talking to themselves while torching $1B/year of US taxpayer money. https://t.co/PnmN4erD91