ისრაელის მედია ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

„იერუსალემ პოსტის“ მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამოცდასამი დაიჭრა.  


ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს ან სამიზნეს ასცდა. ჩამოგდებულია აგრეთვე უპილოტო საფრენი აპარატები.

ისრაელის მედია თავდაპირველად 15,  შემდეგ 41 დაშავებულის შესახებ იუწყებოდა.

ირანის ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა და 320 დაიჭრა.