ირანმა ისრაელზე საპასუხო თავდასხმა განახორციელა.

ისრაელის მედია იუწყება, რომ ისრაელზე ირანის ორი  სარაკეტო დარტყმის დროს დაახლოებით 15-მდე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ირანიდან ისრაელის მიმართულებით სულ 150 რაკეტა იქნა გაშვებული. მიზანს რაკეტებმა ცხრა შემთხვევაში მიაღწიეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ისრაელს რაკეტების ჩამოგდებაში უწევდა დახმარებას. 

ამჟამად განგაში დასრულებულია და მოსახლეობას თავშესაფრის დატოვების ნება დართეს, თუმცა ურჩიეს თავშესაფარს ძალიან დიდი მანძილით არ დაშორებოდნენ.