ამის შესახებ ინფორმაციას „იერუსალემ პოსტი“ ავრცელებს.
ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ორმოცდაერთი ადამიანი დაიჭრა. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ისრაელის განცხადებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს ან სამიზნეს ასცდა.
თავდაპირველად 15 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.