NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მისი მანდატის გაგრძელებას აღარ დათანხმდება. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების, კერძოდ შვედეთის მომავალი შესვლის კომენტირებისას, სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ეს არის "ჩემი ბოლო გაგრძელება (მანდატის)."

"NATO-ს გენერალურ მდივნად ყოფნა პრივილეგიაა და ახლა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ საკუთარი სოლიდარობის მობილიზება, ერთად უნდა ვიყოთ," - აღნიშნა მან.

"უაღრესად მნიშვნელოვანი იყო გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნა, რომელიც აერთიანებს ამ დიდ ალიანსს," - დასძინა სტოლტენბერგმა.

64 წლის ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივნად 2014 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2023 წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დაეტოვებინა.

მიმდინარე წლის თებერვალში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მანდატის გაგრძელებას არ ითხოვდა. მაგრამ NATO-ს წევრებმა მას დარჩენა მას შემდეგ სთხოვეს, რაც მის შემცვლელზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.