NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტს.
„NATO-უკრაინის საბჭოზე მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის მომავალ სამხედრო მხარდაჭერაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის კუთხით. მოვუწოდებ სენატს, სწრაფად იმოქმედოს, რათა ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნოს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი ადასტურებს უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მიმართ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი.