უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების უფლება აქვს. შესაბამისი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"თავდაცვის კანონიერი უფლების ნაწილია ქვეყნის ფარგლებს მიღმა ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმები", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ეს სტოლტენბერგის მხრიდან მსგავსი შინაარსის პირველი განცხადება არაა. მანამდე მან დასავლური გამანადგურებლების გადაცემის კონტექსტში თქვა, რომ უკრაინას სამხედრო სამიზნეებზე დარტყმის უფლება უნდა ჰქონდეს, მათ შორის, მის ფარგლებს გარეთ.