საერთაშორისოდ აღიარებული იემენის ხელისუფლებას და ირანის მხარდაჭერილ ამბოხებულ ჰუსიტებს შორის დაპირისპირება უკიდურესად გამწვავდა.

„ალ-ჯაზირას“ მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, იემენი აცხადებს, რომ სამთავრობო ჯარებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიბრუნეს და 2014 წლიდან ჰუსიტების კონტროლქვეშ მყოფ დედაქალაქ სანაზე იერიშისთვის ემზადებიან.

წყაროების ცნობით, სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტებს შორის ორდღიანი ბრძოლების შედეგად, ორივე მხრიდან ათობით ადამიანი დაიღუპა.

ჰუსიტების წყარომ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ შეტევის დაწყებიდან ორივე მხრიდან 100-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა.

იემენის სამხედრო წარმომადგენელმა ტელეარხ „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროსთან 24 სამთავრობო ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო სხვა სამხედრომ კიდევ 15 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. ჰუსიტების კონტროლირებად რაიონებში სამედიცინო წყაროები მინიმუმ 42 მებრძოლის დაღუპვას იტყობინებიან. ფილიპინების შეიარაღებული ძალების სააგენტოს მონაცემებით, იემენში შეტევის დაწყებიდან 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ჰუსიტების მიზანია დაამყარონ კონტროლი ბაბ-ელ-მანდებსა და ალ-მაჰაზე აღმართულ ბორცვებზე, სანაპიროზე შეტევის მიტანამდე, — განაცხადა იემენელმა ჩინოვნიკმა ადანში, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ბაზა მდებარეობს. ჰუსიტებმა ხუთშაბათიდან დაიკავეს ტერიტორიები, ძირითადად თაიზის დასავლეთ ნაწილში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზის ჩათვლით.

სამთავრობო სამხედრო წყაროებმა განაცხადეს დასავლეთ თაიზში ჰუსიტების შეტევის საწინააღმდეგოდ დამატებითი ძალების ჩასვლის შესახებ.„ალ-ჯაზირას“ კორესპონდენტმა იუსეფ მაურიმ, რომელიც რეპორტაჟს იემენის დედაქალაქ სანადან აწარმოებს, განაცხადა, რომ ჰუსიტების შეტევის მიზანი, სავარაუდოდ, წითელ ზღვაზე მდებარე საპორტო ქალაქ ალ-მოხის და მიმდებარე ტერიტორიების დაკავებაა. ჰუსიტები აკონტროლებდნენ საპორტო ქალაქ ალ-მუხას, რომელიც მდებარეობს წითელი ზღვისა და ადენის ყურის დამაკავშირებელი ბაბ-ელ-მანდების სრუტის სანაპიროზე, სანამ 2017 წელს იქიდან სამთავრობო ჯარებმა და საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ არ განდევნეს. ივლისში მეამბოხეთა დაჯგუფებამ საუდის არაბეთის საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა. ჰუსიტებს სურთ ბაბ-ელ-მანდების გამოყენება სამხედრო-სტრატეგიული მიზნებისთვის, რაც, ექსპერტთა აზრით, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს საუდის არაბეთის ან ისრაელის წინააღმდეგ შესაძლო მომავალ ომებში, — დასძინა მაურიმ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ