უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ, შეზღუდვები დააწესა 48 პირისა და 94 ორგანიზაციის მიმართ. მათი აქტივები იაპონიაში გაიყინება და ფინანსური ტრანზაქციები შეზღუდული იქნება.

სანქციების სიაში შედიან რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი, კალაშნიკოვის კონცერნის პრეზიდენტი ალან ლუშნიკოვი, სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ხარიჩევი, მისი მოადგილე ბორის რაპოპორტი და სხვები.

ცალკე სიაში არიან დონბასის თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ წარმომადგენლები, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ანექსიაში მონაწილე პირები.

გარდა ამისა, იაპონია სანქციებს უწესებს Rosbank-სა და სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერს".