ინფორმაციას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

მისი თქმით, ხალი სანქციები ვრცელდება 121 ადამიანსა და ორგანიზაციაზე. შეზღუდვები დაწესდება იმპორტსა და ექსპორტზე და აიკრძალება რუსული პროპაგანდისტული საშუალებები.

ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სანქციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც 6 000-მდე უკრაინელი ბავშვის იძულებით გაშვილებაზე არიან პასუხისმგებელი. მისივე თქმით, ეს საერთაშორისო სამართლისა და ჟენევის კონვენციის დარღვევას ნიშნავს.