დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიმს კლევერლის თქმით, ზომები მიმართულია იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედროები ეყრდნობიან და გამიზნულია რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის დასაჩქარებლად, მისი სამხედრო მანქანის შერყევისთვის და უკრაინის დახმარებისთვის. საუბარია სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ ექვს კომპანიაზე, ერთ ორგანიზაციაზე, რომელიც ასოცირდება "ფინანსურ ქსელებთან, რომლებიც ხელს უწყობენ კრემლის ელიტის სიმდიდრისა და ძალაუფლების შენარჩუნებას" და რუსეთის ფედერაციის რვა მოქალაქეზე.
პერსონალური სანქციების ქვეშ მოექცნენ:
- რუსი ბიზნესმენი ნიკოლაი ეგოროვი, პუტინის მეგობარი და კლასელი;
- კოოპერატივი "ოზეროს" თანადამფუძნებელი ვიქტორ მიაჩინი, რომელიც ჩართულია პუტინის რეჟიმის ფინანსური ბაზის შექმნაში;
- ბიზნესომბუდსმენი ბორის ტიტოვი, რომელიც ფლობს "აბრაუ-დიურსოს" კომპანიების ჯგუფს;
- საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმის" მთავარი რედაქტორი სერგეი რუდნოვი;
- სვეტლანა კრივონოგიხი, "როსია ბანკის" მინორიტარი მეწილე, რომელსაც დამოუკიდებელ მედიაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ყოფილ საყვარელს უწოდებენ.
ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ხუთივე ასოცირდება პუტინის მდიდრულ რეზიდენციებთან, მათ შორის 100 მილიარდი რუბლის ღირებულების "პუტინის სასახლესთან".