ლიბანური დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჰაიფაზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიჭრა..

"ჰეზბოლას" ცნობით, სამიზნე ისრაელის სამხედრო ბაზა ქარმელი იყო.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის ორ დასახლებულ რაიონშია აღმოჩენილი. ისრაელის არმიის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააფიქსირა ხუთი რაკეტა, თუმცა, ყველას მოგერიება ვერ შეძლო.

ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, 6 ოქტომბერს "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით საერთო ჯამში, 100-მეტი რაკეტა ისროლა.