ჰატაიში მიწისძვრას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და საცხოვრებელი სახლები განადგურდა. დღეს კი იმ სახლების მშენებელი კომპანიის "რენესანსის რეზიდენციის"კონტრაქტორები დაიჭირეს, რომლებიც თურქეთიდან საზღვარგარეთ წასვლას ცდილობდნენ.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომლის ეპიცენტრი კაჰრამანმარაში იყო და დიდი ნგრევა გამოიწვია 10 პროვინციაში, მათ შორის ჰატაიში, დანგრეული შენობები გამოიკვლიეს. იუსტიციის მინისტრმა ბოზდაღმა განაცხადა, რომ დანგრეული შენობების კონტრაქტორებს გამოძიების დასრულებამდე აეკრძალებათ ქვეყნიდან გასვლა.
თუმცა, თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰატაიში მიწისძვრის შედეგად დანგრეული Rönesans Residence-ის კონტრაქტორები სტამბოლის აეროპორტში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირები გაქცევას დიდი ოდენობით ფულით ცდილობდნენ.
გაზიოსმანპაშის მთავარმა პროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილ მეჰმედ იაშარ ქოშკუნს აცნობეს, რომ ის იყო Rönesans Rezidans İnşaat-ის კონტრაქტორი ჰატაიში, რის შემდეგ ეჭვმიტანილი სტამბოლის აეროპორტში ჩავიდა ფულით საზღვარგარეთ გასაქცევად და დაიჭირეს.
The moment the contractor for the "Renaissance Residence" buildings, which claimed the lives of 1,000 people, was arrested before leaving the country from Istanbul Airport.#adana #Diyarbakirdeprem#hatay #depremsondakika #mersinkyk #TurkeySyriaEarthquake #Tuerkei pic.twitter.com/NvLvjibJdc
— العــ🇮🇶ــراق (@yraqyt63) February 10, 2023
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 22 000-ს გადააჭარბა
თურქეთში, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19 875 კაცამდე გაიზარდა