ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი cnnturk ავრცელებს.
პორტალ cnnturk-ის ცნობით, თურქეთში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19 875-მდე გაიზარდა.
დაშავებულ თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობა 79 717-ია, - წერს cnnturk.
სტიქიის ზონის 10 პროვინციაში სამძებრო-სამაშველო და ჰუმანიტარულ სამუშაოებში, საზღვარგარეთის ქვეყნების მაშველების ჩათვლით, 141 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სახლების მფლობელებს, რომლებიც სტიქიის ზონიდან ოჯახებს შეიფარებენ, თვეში 5000 თურქულ ლირას (1 ლირა=0,053 დოლარს) გადაუხდიან, ხოლო მათ ვინც საცხოვრებელს ქირაობს 2000 ლირას.