სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და სოლიდარობას უცხადებს თურქ ხალხს.
"თურქი ხალხის მხარდასაჭერად სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის ხელშეწყობით საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა თურქეთის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდადებულს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს.
თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდადებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, 60 წუთი უფასოდ ისაუბრონ და აღნიშნული სასაუბრო ლიმიტი შეხედულებისამებრ გამოიყენონ. - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 22 000-ს გადააჭარბა