ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, „ჰამასის" თავდასხმის შედეგად 1104 ადამიანია დაშავებული. მათგან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 200-ის მძიმე, 226-ის კი საშუალო სიმძიმის.
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200 კაცს შეადგენს და სავარაუდოდ, გაიზრდება.
ებრაული მედიის მიერ დაახლოებით 10 წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტების გამო სირენების ხმა ისმის ისრაელის ათეულობით დასახლებაში, მათ შორის თელ-ავივში. ბოლო სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იუწყებიიან, რომ თელ-ავივში დაშავებულია 4 ადამიანი.