ჰამასის მიერ ღაზას სექტორში "ნოვას" ფესტივალიდან 7 ოქტომბერს გატაცებული ოთხი მძევალი თავისუფალია. ამის შესახებ გაავრცელეს IDF -მა, შინ ბეტისა და ისრაელის პოლიციის ქვედანაყოფების სპიკერებმა.
"IDF-ის, შინ ბეტისა და ისრაელის პოლიციის (YMM) კომპლექსური ოპერაციის შედეგად დღეს დილით ოთხი ისრაელელი მძევალი გადაარჩინეს. ნოა არგამანი (25), ალმოგ მეირი (21), ანდრეი კოზლოვი (27) და შლომი ზივი (40), რომლებიც ჰამასმა ღაზას სექტორში "ნოვას" ფესტივალიდან 7 ოქტომბერს გაიტაცა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და შემდგომი სამედიცინო გამოკვლევებისთვის თელ ჰაშომერ შიბას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. უსაფრთხოების ძალები გააგრძელებენ მოქმედებას გატაცებულების დასაბრუნებლად. დღეს ბედნიერი დღეა,"- აღნიშნულია განცხადებაში.