ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ფიგარო" წერს.
„ფიგაროს" ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ „საფრანგეთი მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას ყველა სიტუაციაში“.
7 ოქტომბერს საფრანგეთმა დაგმო „ჰამასის" მიერ განხორციელებული ანტისემიტური ხოცვა-ჟლეტა. ამ ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ბარბაროსულ თავდასხმებზე, რასაც თან ახლდა თავად მის მიერ დაფიქსირებული წამებისა და სექსუალური ძალადობის აქტები. საფრანგეთი მრავალი თვის განმავლობაში აფრთხილებდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მკაცრი დაცვის აუცილებლობის და აფიქსირებდა პოზიციას განსაკუთრებით ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მიუღებლობის და არასაკმარისი ჰუმანიტარული წვდომის შესახებ. „გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტა" არის „ერთადერთი" გზა „მშვიდობის ჰორიზონტის აღდგენისთვის", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის და „ჰამასის" ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნა დაგმო აშშ-მა, თუმცა მისი პოზიცია ყველამ არ გაიზიარა.