"ჰამასის" მიერ გათავისუფლებულ 13 მძევლებს შორის გერმანიის ოთხი მოქალაქეა. იტყობინება Spiegel.

24 ნოემბრის საღამოს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად გამოაცხადეს 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ტყვედ აყვანილი 13 მძევლის - ქალებისა და ბავშვების შინ დაბრუნების შესახებ. მათგან ოთხს გერმანიისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ისინი არიან 34 წლის ქალი და მისი შვილები (4 და 2 წლის) და 77 წლის ქალი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ "ჰამასმა" გაათავისუფლა ტაილანდის 12 მოქალაქე, რომლებიც ისრაელში სეზონურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებულები.

მძევლების სანაცვლოდ ისრაელმა ჰამასს 39 პალესტინელი პატიმარი გადასცა, რომლებიც ისრაელის ციხეში იხდიდნენ სასჯელს.

მათი გაცვლა ოთხდღიანი ზავის ნაწილია.