ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერი, იაჰია სინვარი აცხადებს, რომ დაჯგუფება მზად არის ისრაელთან მძევლების "დაუყოვნებელი" გაცვლისთვის.

სინვარის თქმით, ჰამასი მზად არის მძევლების გაცვლისთვის იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ყველა დაკავებულ პალესტინელს გაათავისუფლებს.

"ჩვენ მზად ვართ შეთანხმებისთვის მძევლების საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ყველა პალესტინელის გათავისუფლების ებრაული ციხეებიდან და სანაცვოდ გავათავისუფლებთ ყველა მძევალს, რომელიც გვყავს", - აღნიშნა ჰამასის ერთ-ერთმა ლიდერმა.