ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში ავიადარტყმის შედეგად „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ასემ აბუ რაკაბა არის ლიკვიდირებული.

უწყების ცნობით, აბუ რაკაბა „ჰამასის“ დრონების, საჰაერო აღმოჩენის სისტემებისა და საჰაერო თავდაცვის ოპერირებაზე იყო პასუხისმგებელი.

მათივე თქმით, აბუ რაკაბამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზებასა და განხორციელებაში.