29 სექტემბერს, თეთრ სახლში ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმას გამოეხმაურა "ჰამასის" ლიდერი მაჰმუდ მარდავი. მისი თქმით ტრამპის გეგმა ოფიციალურად არ მიუღია.

"ტრამპის გეგმა იმეორებს ისრაელის ხედვას და არ იძლევა რეალურ გარანტიებს". – თქვა მარდავიმ.

მარდავის თქმით, "ჰამასი" უარყოფს ნებისმიერ გეგმას, რომელიც პალესტინის თვითგამორკვევის პროცესს ეწინააღმდეგება.

ამის მიუხედავად, "ჰამასის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ტრამპის გეგმას სხვა პალესტინურ დაჯგუფებებთან ერთად განიხილავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ თუ "ჰამასი" უარს იტყვის ტრამპის გეგმაზე, "ისრაელი თავად მიიყვანს საქმეს ბოლომდე".