ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

მთავრობა დათანხმდება შემოთავაზებულ შეთანხმებაზე 50-მდე ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შესახებ ცეცხლის შეწყვეტიდან 4 დღის განმავლობაში. შეთანხმება სხვა მძევლების მოგვიანებით გათვალისწინებაზე მოლაპარაკების გაგრძელებას ითვალისწინებს.  ისრაელი პალესტინელ პატიმრებს გაათავისუფლებს, თუმცა მხოლოდ მათ, რომლებიც მკვლელები არ არიან.  

მძევლების შესახებ შეთანხმების შედეგად ღაზას სექტორიდან 30 ბავშვის, 8 დედის და 12 ქალის გათავისუფლება მოხდება.

„ჰამასის" თქმით, 7 ოქტომბრის შოკის მომგვრელი თავდასხმების შედეგად ისრაელიდან გატაცებული კიდევ 10 ბავშვის დაუყოვნებლივ პოვნა შეუძლებელია. მისი განცხადებით, გასულ თვეში გატაცებული დაახლოებით 240 მძევლიდან პასუხისმგებლობა აქვთ 210-ზე, მათ შორის დაახლოებით 40 ბავშვზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ისლამურ ჯიჰადს და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს აგრეთვე ჰყავთ მძევლები. 

ისრაელი თვლის, რომ ჰამასი შეძლებს კიდევ 30-მდე ისრაელელი ქალისა და ბავშვის პოვნას და გათავისუფლებას.