გერმანული ბუნდესტაგის წევრი გიუნტერ კრიხბაუმი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით "ტვიტერში" ეხმაურება.
„ფედერალური კანცლერი კიევშია. ეს უფრო ადრე იყო გასაკეთებელი! ბოლოს და ბოლოს ის მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს. თუმცა ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყანა, საქართველო, დაჩაგრული აღმოჩნდა, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა“, - წერს კრიხბაუმი Twitter-ზე.   https://twitter.com/GuntherKrichba3/status/1537638456947617793