ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 81 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, 53 ადამიანი მხოლოდ ქალაქ ღაზაში დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმია არაბული ანკლავის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებს ბომბავდა.

არაბული მედიის ინფორმაციით, „ჰამასი“ დათანხმდა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ ღაზაში 60-დღიანი ზავის შეთანხმების წინადადებას, რომელიც 10 ცოცხალი ისრაელელი ტყვის პალესტინელ პატიმრებზე გაცვლას ითვალისწინებს. თუმცა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უარყო ეს მოსაზრება და განაცხადა, რომ ის, რაც უიტკოფმა პალესტინური დაჯგუფებისგან დაინახა, სრულიად მიუღებელია.