ღაზის სექტორში ბოლო 24 საათში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 95 ადამიანი ემსხვერპლა.

არაბული მედიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ბოლო ერთ დღეში ღაზის სექტორში 440 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს სექტორის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებზე.

არაბული მედია წერს, რომ მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები.

ამასთან, ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ ისრაელის ძალებმა ალ-აქსას მოწამეთა საავადმყოფოს ადმინისტრაციული შენობის სახურავი დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მარაგების 90 პროცენტზე მეტი თითქმის ამოწურულია.

ღაზაში ომის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 54 607-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავდა 125 341 ადამიანი.