ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალები ოდესის ოლქს შაჰიდის ტიპის დრონებით დაესხა თავს - უკრაინული მხარის ცნობით, შეტევა 3 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, თუმცა საჰაერო ძალებმა 17 დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

მასობრივი თავდასხმის შედეგად იზმაილის რაიონში დაზიანდა საწყობები, საწარმოო შენობები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და სამრეწველო საწარმოების აღჭურვილობები.

ამასთან, დრონის ნამსხვრევებმა სხვადასხვა დასახლებაში მცირე ხანძრები გააჩინა, რომელიც ამ ეტაპზე, ლიკვიდირებულია. თავდაცვის ძალების ცნობით, ოკუპანტების შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.