ღამით ისრაელის იერიშის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 35 პალესტინელი დაიღუპა, – ამის შესახებ "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს. ისრაელის თავდასხმის გამო კიდევ ათი ადამიანი დაიღუპა ანკლავის სამხრეთით, ხან იუნისზე მიტანილი იერიშის შედეგად.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
"ჰამასის" მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში, სულ მცირე, 55 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.