პუტინის თამაშებისთვის ჩემი არცერთი ოფიცრის გაწირვას არ ვაპირებ, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
„უსაფრთხოების პროცედურებს ყველა მონაწილე არ იცავდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო. რუსული სადაზვერვო სამსახურებისთვის ეს ნამდვილი აღმოჩენა იყო. სასტუმროებში მიზნობრივი "დაჰაკვა" განხორციელდა. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონფერენციაზე წვდომა შემთხვევით მოხდა, როგორც ფართო მიდგომის ნაწილი“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
პისტორიუსის ცნობით, ოფიცერმა, რომელიც სინგაპურის საჰაერო შოუში მონაწილეობდა, ზარი საკუთარი მობილური ტელეფონიდან ან სასტუმროს Wi-Fi-ის გამოყენებით განახორციელა.
„პირდაპირ რომ ვთქვათ, მე პუტინის თამაშებისთვის ჩემი არცერთი საუკეთესო ოფიცრის გაწირვას არ ვაპირებ“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
შეგახსენებთ, გასულ პარასკევს, რუსულმა მედიამ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც გერმანელი ოფიცრები უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის შესახებ საუბრობენ.