გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი საზოგადოებაში მენტალური ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს, მიიჩნევს რა, რომ ევროპაში ომის საშიშროება არსებობს. იუწყება "ევროპეისკაია პრავდა" გერმანულ ZDF-ზე მითითებით.

პისტორიუსი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ უნდა ჰქონდეს გავლენა გერმანული საზოგადოების აღქმებზე.

„ჩვენ უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში შესაძლოა, ომის საშიშროება გაჩნდეს",– განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა, ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას: ”ჩვენ უნდა გავხდეთ ომისთვის გამოსადეგნი”.

ამავდროულად, მისი თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

მან უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ გერმანია ნელა რეაგირებს "გარდამტეხ მომენტზე": ამაზე უფრო სწრაფად არ არსებობს" – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ არა მხოლოდ შეიქმნა ბუნდესვერისთვის 100 მილიარდი ევროს სპეციალური ფონდი, არამედ შეიცვალა სტრუქტურებიც.

მაგრამ თქვა ისიც, რომ მაგრამ ბუნდესვერი დიდი ხნის განმავლობაში იყო უგულებელყოფილი: „სამწუხაროდ, ყველაფერი, რაც 30 წლის განმავლობაში დაზიანდა, 19 თვეში ვერ გამოსწორდება. მაგრამ ამ ათწლეულის ბოლოს გერმანია სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში იქნება".