გერმანიის სასამართლომ ილონ მასკის სოციალურ ქსელ „იქსს“ დაავალა, უნგრეთში მომავალ არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემები მკვლევრებს გადასცეს შესამოწმებლად.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ბერლინის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო უფლებადამცველი ჯგუფის, „დემოკრატიის საერთაშორისო რეპორტინგის“ სასარგებლოდ, რომელიც არჩევნებში გავლენის მოხდენის კამპანიების მონიტორინგისა და დეზინფორმაციის კვლევის მიზნით მონაცემებზე წვდომას ითხოვდა.
სოციალური მედიის პლატფორმების შესახებ ევროკავშირის წესები – „ციფრული სერვისების შესახებ“ კანონი ისეთ დიდ ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა „იქსი“, ავალდებულებს, გარე მკვლევრებს მონაცემებზე წვდომა მისცენ, რათა შეამოწმონ, როგორ უმკლავდებიან პლატფორმები რისკებს, მათ შორის, არჩევნებში ჩარევას.
ევროკომისიამ დეკემბერში „იქსი“ 40 მილიონი ევროთი დააჯარიმა ამ ვალდებულების დარღვევისთვის.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, უნგრეთში არჩევნები აპრილში გაიმართება, რაც გადამწყვეტი გამოცდაა დიდი ხნის ლიდერისთვის, ვიქტორ ორბანისთვის, რომელსაც მისი კონკურენტი პეტერ მადიარი მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევს.
თარგმანი: პირველი არხი









