ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული სპორტული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.
30 იანვარს, „კიოლნსა“ და “ვოლფსბურგს“ შორის ბუნდესლიგის მატჩის დროს, გერმანელმა მოყვარულმა მსაჯმა პასკალ კაიზერმა ყურადღება მიიპყრო, როდესაც თავის შეყვარებულ მორიცს „რაინენერგიშტადიონის“ თითქმის 50 000 მაყურებლის წინაშე ხელი სთხოვა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო 3,7 მილიონზე მეტმა კაცმა ნახა და არბიტრმა, რომელიც სოციალურ მედიაში აქტიურად იბრძვის ჰომოფობიის წინააღმდეგ, მთელ გერმანიაში ემოციების ტალღა გამოიწვია.
შაბათიდან კვირა ღამით, ხელის შეთავაზებიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, პასკალ კაიზერს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინა დღეს მან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც მისი მისამართი იყო მითითებული და პოლიციას დაუკავშირდა, მაგრამ დაარწმუნეს, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობდა და შეეძლო მშვიდად ყოფილიყო.
მისი თქმით, იგი საკუთარ ბაღში სიგარეტს ეწეოდა, როდესაც სამი მამაკაცი თავს დაესხა. მოყვარული მსაჯი თვლის, რომ ხელის თხოვნის საჯარო აქტის გამო გახდა სამიზნე




